დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს. გუშინ კი, კომიტეტმა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები განიხილა.
გუშინვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტის აპარატი ნათელაშვილსა და ხაბეიშვილს პირადად დაუკავშირდა, რომელთაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარი ნება დაადასტურეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საკუთარ დასკვნას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა გააკეთა და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. ხოლო, მათგან სამს: – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდათ.
ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, სწორედ ოპოზიციონერთა მანდატების შეწყვეტა იქნება.