საქართველოს პარლამენტი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კომიტეტების ოთხი ბლოკი თემატურად იქნება ჩამოყალიბებული.
“შაბათ-კვირას, კომიტეტების ფარგლებში, მოსმენები ჩატარდება, ორშაბათს პრემიერმინისტრი და მისი კაბინეტის წევრები ოპოზიციისა და ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან და ორშაბათსვე, პლენარულის სხდომის ფარგლებში, ნდობის გამოცხადებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვალდებული ვარ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა 2021 წლის 22 თებერვლის 15:00 საათიდან. ეს სხდომა მთლიანად დაეთმობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას“.- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა
“გულწრფელად ვთხოვე, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს” – მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს