LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ოთხივე მხრიდან პიკეტირებულია: ერთპარტიულობა უნდა დამთავრდეს (ფოტო, ვიდეო)

195
567

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პარლამენტის პიკეტირება გრძელდება. ამ წუთისთვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი პიკეტირებულია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები შენობაში არიან.

ადგილზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“წარმომადგენლები. ბუნებრივია ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

 

საარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება. „ფორტუნასათან“ პირდაპირ ეთერში საუბრისას მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ:

„აქტიურ ფაზას ვიწყებთ, რადგან ლოდინის დრო არ არის. და ეს ფაზა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში, ეკონომიკურად, დიდია უმუშევრობა, უამრავი სოციალური პრობლემაა, დემოკრატიის თვალსაზრისით ჩამორჩენაა და ამ ყველაფერს ვერ შევეგუებით, სწორედ ამის მიმართ გვექნება პროტესტი.
„ქართული ოცნება“ აუცილელად დამარცხდება რა სისტემაც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია საქართველო იმართებოდეს დემოკრატიულად, პროპორციულად და ადეკვატუარდ, ერთპარტიული სისტემები უნდა დამთავრდეს. მართლა არ მინდა, დავუშვათ ჩვენ მოვიგოთ არჩევნები და მერე მარტო ჩვენ ვიყოთ. პროპორციული მმართველობა ამ ქვეყნისთვის არის საუკეთესო გამოსავალი“.

 

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერმოფანსი გამართეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ „საქართველო რუსული მეთოდებით იმართება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები