LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუციას მიიღებს

26

პარლამენტი ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუციას მიიღებს,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციაში აქცენტირებული იქნება 2 მთავარი საკითხი: პირველი, მომხდართან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორუისო გამოძიება და მეორე, განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უფლებები იქაც სადაც დღეს ხელისუფლების იურისდიქცია რუსეთის ოკუპაციის გამო ვერ ვრცელდება.

“მომხდარზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთს ეკისრება. საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა რეაგირება, მაგრამ პარლამენტი ერთობლივად მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვფიქრობთ ეს ის საკითხია, რაზეც პარლამენტს მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტში იქნება სხვა საკითხებიც, თუმცა, მთავარი აქცენტი ზემოთ ნახსენებ კონკრეტულ თემებზე გაკეთდება. რეზოლუციის ტექსტი მზად არის, თუმცა, მიღებამდე ოპოზიციურ პარტიებს პოზიციების დაფიქსირება და პროექტში ცვლილებების დამატება შეეძლება. რეზოლუციას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g