LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“ წარედგინა

135
ბიურო

პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განხილვისთვის წარედგინა.

ამასთან, ბიურომ პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, 6 თებერვალს, პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსმენა დღის წესრიგში დაამტკიცა.

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით.. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ჯერ პარლამენტის კომიტეტებზე, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის სხდომებზე, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე წარიმართება.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამთავრობო გუნდში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეიცვლება. ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურაა წარდგენილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ 29 იანვარს განაცხადა, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება შეუწყდა, ყველა მინისტრი კი მოვალეობას ასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g