LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიტიკოსის, მედიკოსისა და პუბლიცისტის, ფრიდონ საყვარელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

411
BeFunky-collage (1) (1)

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიტიკოსის, მედიკოსისა და პუბლიცისტის, ფრიდონ საყვარელიძის წიგნის „წერილები“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი კრებულია 2002-2010 წლებში ჟურნალ „თავისუფლებასა“ და „სოლიდარობაში“ გამოქვეყნებული წერილების, რომელთაც აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს.

2000-იან წლებში ავტორმა სტატიების სერია ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და დემოკრატიის საკითხებზე გამოაქვეყნა.

ფრიდონ საყვარელიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი“.

სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა:

  • „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“
  • „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“
  • „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“
  • „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.

არის ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, „მეფე და მებაღე“. თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, „დემოკრატია და ქართული კულტურა“.

ოთარ ზოიძესთან ერთად ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“, „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები