LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “საკუთარ მეუღლეს არ უყვებიან…არ ეუბნებიან მშობლებს, შვილებს…ფსიქიკური დაავადება სამარცხვინო არ არის” – გიორგი კეკელიძე

130
BeFunky-collage - 2022-10-26T010637.757

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საკუთარი დეპრესიის შესახებ საუბრობს და მსმენელს თავის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, დღეს გარკვეული ტიპის შფოთვებთან გამკლავება უწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს.

“მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის შესახებ საკუთარ მეუღლესაც არ უყვება. არ ეუბნებიან მშობლებს და შვილებს, არიან ოთახში ჩაკეტილები.  ამ ყველაფერს ხასიათს მიაწერენ ხოლმე, რაც არასწორია. ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეშინია გიჟი არ დაუძახონ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკურ დაავადებაში სამარცხვინო არაფერია. დეპრესია და შფოთვითი აშლილობები არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდები. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ადამიანებმა თავიანთ მდგომარეობას სახელი უნდა დაარქვან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის დროული დახმარება. შეიძლება ხანდახან ამის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ამის იქით გამოსავალი ძნელად არის. უნდა მონახონ თავიანთ თავში ძალა. ბრძოლა ყოველთვის ღირს და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება”, – საუბრობს გიორგი კეკელიძე.

ამავე თემაზე:

გიორგი კეკელიძე მძიმე პერიოდზე: „თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი…“

გიორგი კეკელიძე: „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“

ეს მძიმე ამბავი სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე შევიტყვე, თითქმის მარიტასოდენა ბავშვებს უნდა შევხვედროდი…და მერე იმ გაკვეთილებს გაკვეთილები აღარ ერქვათ: გიორგი კეკელიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

„არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი მათემატიკა.. ამიტომაც არის აქაურობა ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც“ – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: “მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები