გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არაერთ დაწესებულებაში გვხვდება.
მწერალი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კაფეში არცერთი ქართული წარწერა არ დახვდა და არც მენიუ იყო ქართულ ენაზე.
„თბილისში, ვაკეში, ერთი კაფეში შევედი ახლა. ჩემი საკვირაო სკოლის გაკვეთილებს ველოდები. არ არის არცერთი ქართული წარწერა. არსად. არც კედლის მენიუა ქართული. არც ჩვეულებრივი.
საჯარო მხილებები დაზუსტებული მითითებით და ოლხოხორხოცი ჩემი სპორტი ვერ არის. თუ რამე გვარდება, სრულიად სხვაგვარად მირჩევნია მოხდეს. ამიტომ, იქვე დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ – გოიმობა.
სად არ ვყოფილვარ და ამფერი აფერი არ მინახავს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.
