LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო – “სირცხვილია, ქალბატონო ნონა” მიმართა კუჭავამ მამულაშვილს

93
BeFunky-collage (1)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ნონა მამულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, რუსეთის ჰიმნი ჩართო.

ამ დროს ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.

აღნიშნულ  ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გამოეხმაურა. მან ნონა მამულაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება სირცხვილია.

„ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა, ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- განაცხადა კუჭავამ.

magti 5g