პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.