პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან “ლელოს” წევრები დააკავეს. ამ ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
დაკავებულია გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი.
“ფორტუნას” ინფორმაციით, ისინი პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
“ლელოს” წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.