LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის სხდომაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ პროექტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა

150
Untitled design - 2024-04-04T125751.283

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა.

რეპლიკებით ერთმანეთს ხატია დეკანოიძემ და „გირჩის“ დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და “ნაგავი” უწოდა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ “გირჩის” საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

პროექტს “ქართული ოცნების” უმრავლესობა უჭერს მხარს.

მეგრელიშვილი: „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

მმართველის უმრავლესობის მხარდაჭერით “გირჩის” ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და უყრის კენჭს.

„დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს“ – სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

„ეს არის ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ“ – „ქალთა მოძრაობა“ კვოტირების გაუქმების ინიციატივაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები