LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტი მთავრობის თვალში არის ნული.. როცა კაცად არ გაგდებენ, თავი კიტრად ნუ მოგაქვთ პაპუაშვილო და ქადაგიძევ – რომან გოცირიძე

148
ფორტუნა - 2023-05-10T121908.572

„პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტი მთავრობის თვალში არის ნული, ხოლო, რა მოსატანია და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის-მინუს ერთი. მათ მიერ გაპიარებულ რეგლამენტს თავზე ახევს ერთი უჩინარი ეკონომიკის მინისტრი და ეუბნება, რომ ფეხებზე ჰკიდია პარლამენტიც და მისი ვითომ საზედამხედველო და მაკონტროლებელი როლი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს სოციალურ ქსელში.

„უკვე მეხუთე სადეპუტატო კითხვაზე არ მაძლევს პასუხს, არა და ეს არა მხოლოდ რეგლამენტის, არამედ კონსტიტუციის მოთხოვნაა.

ასეთი რამ არასდროს მომხდარა ამ ექვსი წლის განმავლობაში, კვირიკაშვილის მინისტრობიდან დაწყებული თურნავათი დამთავრებული.

როცა პარლამენტს ასე თავხედურად ექცევა ვიღაც ტექნიკური მინისტრი, რომლის პოლიტიკური წონა არის ნული, წარმოვიდგინოთ, როგორ უყურებენ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ძალოვნები, რომელთაც ზურგს „ის ბრძენი კაცი“ უმაგრებს.
როცა კაცად არ გაგდებენ, თავი კიტრად ნუ მოგაქვთ პაპუაშვილო და ქადაგიძევ“. – წერს რომან გოცირიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები