LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წევრები ვაქცინაციაში ჩაერთნენ – დეპუტატები “სინოფარმით” იცრებიან

97
BeFunky-collage (1)

პარლამენტის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან. ისინი ვაქცინას საჯაროდ, ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იკეთებენ.

დეპუტატების ვაქცინაციის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო. მას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრება.

ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის წევრები აცრას “სინოფარმის” ვაქცინით იკეთებენ. მათ შორის არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, თამთა მეგრელიშვილი, დავით მათიკაშვილი, ქეთი დუმბაძე, რიმა ბერაძე და სხვები.

ცნობისთვის, 4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები