LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან

112

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ “ფორტუნას” განუცხადა, ისინი აკვირდებიან სიტუაციას აქციაზე.

ჩიხრაძის თქმით, აუცილებელია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აქ მყოფ ადამიანებს მიეცეთ აზრის დაფიქსირების საშუალება და არ მოხდეს რაიმე ტიპის ძალადობა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გარკვეული კითხვები აქვს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

“რაც უფრო მეტი ინფორმაცია მოდის, შეკითხვები მით უფრო მეტია და მნიშვნელოვანი იქნება, უახლოეს დღეებში მათ პასუხი გაეცეს. შეკითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო კლუბებში ამ ფორმით შესვლა მაშინ, როცა არსებობდა წინასწარი ინფორმაცია, იდენტიფიცირებულნი არიან კონკრეტული ადამიანები, მერე უკვე გაირკვა, რომ ისინი აყვანილნი იყვნენ იქამდე, ვიდრე სპეცოპერაცია ჩატარდებოდა. ბევრი შეკითხვაა,”-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

magti 5g