LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო: „უკვე ჩამოვიდა და ჩვენთან არის გიორგი კუპატაძე“

163
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდოს.

ამასთან, ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდა.

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა 

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დღეს 19:00-ზე გაიმართება.

„კარვებში 4 ადამიანი ზის და უვადოდ აცხადებენ შიმშილობას მანამ, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები. არ არის გამორციხული, კიდევ დაგვემატოს ადამიანები.. მსურველი ბევრია..

„მკურნალობას არ თანხმდება“ – ჭიათურელმა მაღაროელმა, რომელმაც თვალები ამოიკერა, შესაძლოა, პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გააგრძელოს

ჩვენთან უკვე ჩამოვიდა და პარლამენტის წინ არის გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა. ჭიათურიდან ასევე, რამდენიმე ადამიანი შემოგვიერთდა, გიორგის დაეხმარნენ ჩამოსვლაში.

საღამოს, 19:00-ზე გვაქვს აქცია და ყველას ვთხოვთ, მობრძანდით და გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა”, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

ცნობისათვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. შიმშილობა დაიწყო 10-მა მაღაროელმა.

მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა.

„თუ არ იქნება დიალოგზე წამოსვლა, პარლამენტთან შიმშილობას დავიწყებთ – იმედია კარვის გაშლის საშუალება გვექნება“ – მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე

14-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ კი, მაღაროელთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები თბილისში ჩამოვიდნენ და პარლამენტთან უწყვეტი აქციები დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოსთან კარვებია გაშლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g