პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
მუხლობრივი განხილვის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირეს. 6-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.
მისი თქმით, მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, ის არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს,ასევე შემოაქვს სამხედროებისთვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.
„თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული.ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს, მაქსიმალურად იყო ჩართული“, – თქვა გიორგაძემ პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ.
ცნობისათვის, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.