LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

131
პარლამენტი

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა მხარი 84 ხმით, ერთხმად დაუჭირა. ნდობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად – შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას“

მოგვიანებით დეპუტატებს სიტყვით მიმართა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის სხდომა დასრულდა.

ირაკლი კობახიძე: „ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака და თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ძაღლს ერქმევა Dog – გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g