LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და ახალი კონფიგურაციის დალაგება გარდაუვალია – ეკა ბესელია

116
1545895191_beselia-1

ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, რომელსაც ინდივიდუალურ რეჟიმში ქმნიან, პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და ახალი კონფიგურაციის “დალაგება“ გარდაუვალია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას ინფორმაციით, ფრაქციის ფორმირების საკითხზე კოლეგებთან კონსულტაციები გრძელდება.

“პარლამენტში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. პროცესი ჯერ არ დასრულებულა – ჩვენ ახალ კონფიგურაციას, ახალ პოლიტიკურ სურათს მივიღებთ,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები