პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
ცესკო-ს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიასა და მაია ზარიძის კანდიდატურები.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმენს.