პარლამენტში ერთჯერადად შესვლის თემა ამოიწურა – თამარ კორძაიას თქმით, “ქართული ოცნება” კომპრომისზე არ წავიდა
სალომე სარიშვილი
11.02.2021
125
“ამ განცხადებამ აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ, შესაბამისად ვფიქრობ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.