LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს “გიჟები” უწოდა

189
BeFunky-collage

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამუშაოდ მყოფ ჟურნალისტებს “გიჟები” უწოდა. ეს დისკრიმინაციული მიმართვა ღარიბაშვილმა მას შემდეგ გამოიყენა, რაც ჟურნალისტებმა მისთვის კითხვების დასმა სცადეს.

“გიჟები არიან”, — განაცხადა პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე მივიდა. დახურული შეხვედრის დაწყების წინ, მან ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნდობის ჯგუფს მოხსენებას წარუდგენს, რომელიც 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ იქნება.