LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შესული ოპოზიციონერი წევრებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის

70
პარლამენტიიიიი

საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს. აღნიშნული ცვლილება რეგლამენტში შედის და საკითხები ახლებურად დარეგულირდება.

რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს 24 მაისის სხდომაზე წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g