LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას უსმენენ

63
1

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას უსმენენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები