რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.
ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი 16 აპრილს, 12.00 საათიდან განახლდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი
