LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

61

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით “წადი!” “წადი!” შეხვდნენ.
ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მოუსმინონ პრემერ-მინისტრს.

“ჩემთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიანი მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება პოვოს. ამიტომ გთავაზობთ, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,”-განაცხადა პრემიერმა.

აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.  პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით პრემიერმინისტრი მთავროიბის ადმინისტრაციაში საგანგენბო ბრიფინგს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები