პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მოქალაქეები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც უკვე 24-ე დღეა შიმშილობს.
ლევან იოსელიანი: დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე იყოს სრულფასოვანი მონიტორინგი, ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს
„დავიწყეთ პროცედურა და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ შედეგებს“
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანია, რომელიც თავისი სახელმწიფოებრივი აზრის გამო ისჯება.
ისინი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს შუამდგომლობით დაუყოვნებლივ მიმართოს და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, უფრო მსუბუქი სანქციით შეცვალოს.
ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით-„თავისუფლება მზიას“ „იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“.
ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან.
ასევე, მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდაჭერის პარალელურად, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აანონსებს.
„მინდა გიამბოთ ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს..ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია! მზია ჩვენი, 4 ობოლი ძმისშვილის მფარველი ანგელოზი იყო“ – მზია ამაღლობელის ძმისშვილის, მანანა ამაღლობელის ემოციური სიტყვა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში
მზია ამაღლობელის ძმისშვილმა, მანანა ამაღლობელმა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში ემოციური სიტყვა წარმოთქვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს.