LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს – აქციის მონაწილეები აღმართული ჯვრის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას აპროტესტებენ

71
parlam

პარლამენტთან „პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქცია დაიწყო.

აქცია ლოცვით დაიწყო, რომელიც  სასულიერო პირებმა აღავლინეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ ცინიკურ დამოკიდებულებას აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტთან აღმართული ჯვრის მისამართით გაჟღერდა.

თალაკვაძე ჟურნალისტს: რა გჭირთ ახლა, იძაბებით ამ ჯვრის დანახვაზე?

აპრიორი უკვე ვხვდები, რომ თქვენ შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ დადგა ჯვარი

აქციის მონაწილეები დღესვე  გააჟღერებენ თუ როგორ გეგმავენ ებრძოლონ იმ დამოკიდებულებებს, რომელსაც საფრთხედ აღიქვამენ.

„არავის აქვს უფლება სახალხო დამოკიდებულება მოიხსენიოს ცინიკურად და მასხარად აიგდოს, როგორც ეს უნდოდა განეხორციელებინა ნატა ფერაძეს, რომელსაც ცინიკური ფორმით დაანონსებული აქვს „შავი პარასკევი” და უნდა პერფორმანით გამოხატოს ეს ცინიკური დამოკიდებულება”, – განაცხადა პრიმაკოვის სახელობის ქართულ- რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, დღეს  თავდაპირველად აქცია პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს, რომლებიც გეგმავდნენ პარლამენტთან აღმართულ ჯვართან ყვავილებები მიეტანათ და როგორც თავად აღნიშნავდნენ, სახელმწიფოს პანაშვიდი გადაეხადათ.

თუმცა, სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო, მოგვიანებით მათ აქცია გააუქმეს.

პარლამენტთან ჯვარი „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა 6 ივლისს აღმართეს.

პარლამენტთან აღმართულ ჯვართან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ და ჟურნალისტს ჰკითხა, რატომ არ აღიზიანებდა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g