LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “მოქალაქეები” სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

93
იოსელიანი ლევანი

პარტია “მოქალაქეები” სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრებს გეგმავს. მისი განმარტებით, კონსულტაციების მიზანი პოზიციების დაახლოებაა.

პარტია “მოქალაქეებში” კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი საარჩევნო რეფორმაა და არა ცალკე აღებული ვადამდელი არჩევნები.

“ვგეგმავ ცალკეულ ოპოზიცური პარტიებთან და მათ ლიდერებთან შეხვედრას. ასევე, ვგეგმავ მათ დაველაპარაკო იმ ხედვაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მაინტერესებს რა მოლოდინები აქვთ გაზაფხულზე. ვადამდელი არჩევნები ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ვადამდელი არჩევნები არის იმ პაკეტის ნაწილი, სადაც სისტემა არის რეფორმირებული, ამის გარეშე ამ არჩევნებს აზრი არ აქვს,”- აცხადებს პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g