პარტია „საქართველოსთვის“ აქტივისტს, აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
აკაკი ბართაიას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა.