LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

70
gakhariaaaaaaa

პარტია “საქართველოსთვის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები 3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ და სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრები ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ, არ მიიღებენ ამ ცირკში მონაწილეობას. და ჩვენ ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ თვითონ, ერთობლივად მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება საკრებულოს მუნიციპალიტეტის გამართულ მუშაობას, მათ თვითონ უნდა შეძლონ იმ გადაწყვეტილების მიღება, და აუცილებლად უნდა შეძლონ ერთად თანამშრომლობა ქალაქის უკეთესი დღისთვის. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას მათი ამომრჩევლისადმი და არა მარტო მათი ამომრჩევლისადმი. და ეს იქნება სრულად „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

magti 5g