LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ მახარაძე წარადგინა

136
ზურა მახარაძე

პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად, ზურაბ მახარაძე წარადგინა.

ზურაბ მახარაძის ვიდეომიმართვას პარტიის Facebook-გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალის არსებობის ისტორიაში პირველად, მოგვეცა შანსი, საკუთარი პარტიით, საარჩევნო ნომრით – 3, მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. თბილისის საკრებულოში ჩვენი პირველი ნომრები იქნებიან გიორგი, შოთა, ირაკლი.

ჩვენ გვინდა, „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად, რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ, შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გვინდა, იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რაც მართლა აწუხებს ხალხს, როგორიც არის მასიური მიგრაცია, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება. ჩვენ გვინდა ისეთი წესები, კანონები და დადგენილებები შევიტანოთ საკრებულოებში და მერიებში, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მრავალშვილიან ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების პროგრამა შეიქმნას.

ჩვენ გვინდა გავწეროთ, რომ ნებისმიერი მუნიციპალური სამუშაო ან ტენდერი უნდა შესრულდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ადგილობრივების დასაქმება წავახალისოთ. ჩვენ გვინდა საქართველოს მოქალაქეების განათლების პროგრამა შევქმნათ. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა და თბილისი მერობის კანდიდატი მე ვიქნები“,- ამბობს ზურაბ მახარაძე ვიდეომიმართვაში.

magti 5g