LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს – ლევან თარხნიშვილი გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე

87
ლევან თარხნიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, პარტიაში ცვლილებები “ჩვეულებრივი ამბავია.” მისი თქმით, მარტივად რომ ვთქვათ, პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს.

“ჩვეულებრივი ამბავია, როცა ყოველი არჩევნების მერე მიმდინარეობს ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს და რა უნდა შეიცვალოს. ახლა ვართ ამ პროცესში და ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეული ცვლილებები საჭიროა. როგორი იქნება ეს ცვლილებები ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ”. – განაცხადა თარხნიშვილმა და ლიდერების წასვლის შესახებ დასმულ შეკითხვა ასე უპასუხა: “არაფერს არ ვადასტურებ. მიმდინარეობს მუშაობა და როგორც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ის იქნება”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

“ევროპული საქართველოში” მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო ცვლილებებს დღეს , პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურად და აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს” კარგი შანსი ჰქონდა, ჩამოყალიბებულიყო ანგარიშგასაწევ ძალად, თუმცა თავისი წინდაუხედაობით თუ გადაწყვეტილებებით ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

„ევროპული საქართველო” პარლამენტში, ოთხი წლის განმავლობაში მთავარი ოპოზიციური ძალა იყო. მათ საპარლამენტო არჩევნებზე კი, სამი პროცენტი მიიღეს. როცა ასეთი პარტია არჩევნებში მწარედ მარცხდება, ლოგიკურია ის პროცესი, რაც მიმდინარეობს. „ევროპულ საქართველოს” კარგი შანსი ჰქონდა, რომ ჩამოყალიბებულიყო საკმაოდ მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალად, ასევე კონსტრუქციულ ოპოზიციად, თუმცა თავისი წინდაუხედავობით თუ გადაწყვეტილებებით ეს შანსი ხელიდან გაუშვეს“. – განაცხადა სამხარაძემ.