საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას ეხმიანება და გაწეული დროული დახმარებისთვის პარტნიორებს – აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს მადლობას უხდის.
ზალკალიანი წერს, რომ ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან აფასებს:
“მსურს უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიმართ. მათ მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება. ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!”, – წერს ზალკალიანი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე ქვეყანაში ბრუნდება.