LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

134
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც წერია, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ.

პაპუაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აცხადებს, რომ ეს ტყუილია:

“მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია!

ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებით, ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია”, – აღნიშნულია პაპუაშვილის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა.

“სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.

გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროც.

ამავე თემაზე წაიკითხავთ:

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები