LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ბიჭს იჭერდნენ, ვეცადე გამომეგლიჯა ხელიდან.. რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა“ – სოფო ჯაფარიძე

1790
სოფო ჯაფარიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ინგოროყვას სახელობის კლინიკა გამოკვლევების შემდეგ დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ განუცხადა, მას დაბეჟილობები და სისხლჩაქცევები აქვს.

მისივე თქმით, ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა სპეცრაზმელებს ახალგაზრდა ბიჭის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

„რობოკოპები გამოცვივდნენ, პატარა ბიჭი, დაახლოებით, 17-18 წლის იქნებოდა, იჭერდნენ. მას გავყევი, ალბათ, ათი რობოკოპი აკავებდა, ვეცადე, რომ ეს ბიჭი გამომეგლიჯა ხელიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა, შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გამიყვანეს. დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g