LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს – ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე

185
beselia
ანრი ოხანაშვილმა საერთოდ იცის, რა არის მომსახურების ზონა, გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში და ზოგადად პოლიტიკაში? – ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ  „ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გამოვიდა“.

„პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ოთახი ჰგონია და ის “მომსახურების ზონიდან გამოვიდა.“

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები