LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, „შუშანიკის წამება“ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში“ – გიორგი კეკელიძე

220
BeFunky-collage (2)

სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე.

„პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, „შუშანიკის წამება“ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა.

შუშანიკის წამების ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციის და დისკუსიის შესაძლებლობას – მანდაც შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში.

ცხადია, შესწავლის ასაკი და სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელია. გაუგებარია ზეპირობის ვალდებულებაც, მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში.

ლიტერატურისთვის და მისი ისტორიისთვისაც ეს ნაწარმოები ხაზგასმით მნიშვნელოვანი მგონია“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„შუშანიკის წამება“ კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ.. ვასწავლოთ ბავშვებს რთული ტექსტი მარტივად“ – დათო ტურაშვილი

შეგახსენებთ, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლას, შესაძლოა, ნაკლები დრო დაეთმოს, მეტი ყურადღება კი თანამედროვე ლიტერატურაზე გამახვილდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა, გია მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები