საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II-ის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
პატრიარქი მწუხარებას გამთქვამს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო და ალბანეთის ეკლესიას უსამძიმრებს:
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი (26.01.205) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და…
Posted by საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ on კვირა, 26 იანვარი, 2025