LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის მიმართვა: “ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს”

577
92282965-1100449890325368-1330939343451193344-n

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, სადაც უწმინდესი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და ქვეყანას უფალს ავედრებს. მიმართვა საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

“კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს: ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თიოთოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!” – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g