LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გახდება – საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში მიმდინარეობს

191
?????????????????????

სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა იმართება.

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გახდება.

20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები