LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქისთვის წესის აგებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

197
ანდრია ჯაღმაიძე

„წესის აგებაში სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად არასწორად გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას წაიყვანდა, რადგან აღნიშნული არასდროს, არსად, არცერთ დონეზე არ ყოფილა შეთანხმებული.

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ამასთან, ჯაღმაიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ბელარუსიდან ჩამოსულ დელეგაციასა და მსოფლიო პატრიარქის ურთიერთობაში საქართველოს როლს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას უჭირავს შემრიგებლური პოზიცია, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა.

„მთელი საეკლესიო პოლიტიკა დაძაბულ ვითარებაშია, როდესაც მოსკოვის ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის ახალი ეკლესიის გამო არიან ასეთ დაპირისპირებაში. საქართველოს ეკლესიას უჭირავს შემრიგებლური პოზიცია, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა და ეს ამ სიტუაციაში, ალბათ, ყველაზე უფრო დასაფასებელი და ხელსაყრელი პოზიციაა იმისთვის, რომ გაჩნდეს ერთმანეთთან ურთიერთობის საფუძვლები. ვნახოთ, როგორი იქნება შემდგომში, ყოველ შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენ ორივე მხარესთან კეთილი ურთიერთობით საფუძველი შევქმნათ.

ზუსტად ვერ გეტყვით დელეგაციებზე, ამ პროტოკოლებში საგარეო ურთიერთობათა სამსახურია ჩართული“, – განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

magti 5g