LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა კირილმა პუტინის ჯანმრთელობისთვის რუსებს 2-დღიანი ლოცვისკენ მოუწოდა – 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა

46
BeFunky-collage (4)

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქვეყნის მღვდელმსახურებს და მოსახლეობას ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობისთვის 2-დღიანი ლოცვისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეა. ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა.

„ამ წლის 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილი მოუწოდებს ყველა მღვდელმთავარს, მოძღვარს, მონასტერს და მრევლს, ამ დღეს სახლში მხურვალე ლოცვა აღავლინონ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g