LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეწვია

176
BeFunky-collage (1)

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, კახა კუჭავა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g