პატრიოტთა ალიანსი თბილისის მერობის კანდიდატი დღეს დაასახელებს. საკითხზე პარტიის წევრები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერობის პოსტის დასაკავებლად ოქტომბრის არჩევნებში ირმა ინაშვილი იბრძოლებს.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ამ ეტაპზე 4 პირი განიხილება და რომ მათ შორის არის ირმა ინაშვილიც.