LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

პატრიოტთა-ალიანსი-640x381

პარტია” პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის მტკიცებით, ვიზიტი არჩევნების მეორე ტურს არ უკავშირდება და “პატრიოტები” კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.

“იქ არიან წარმოდგენილი სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები – ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ კონფერენციაში მონაწილეობის. რატომ არის გასაკვირი, რომ ადა მარშანია მონაწილეობს იმ კონფერენციაში, ადა მარშანია, რომელიც არის აფხაზი, მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე ის და მისი ოჯახი იღწვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასეთი ტიპის კონფერენციები გაცილებით ადრე იგეგმება და მეორე ტურის რეალობას და ალბათობას წინასწარ ვერავინ ვერ განჭვრეტდა. ამიტომ არავითარ კავშირში ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან,“ – ამბობს ირმა ინაშვილი.

მმართველ გუნდში  აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის,“ ვიზიტებისა და ამ ვიზიტების მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„მათ საქმიანობაში ვერ ჩავერევი. გრიგოლ ვაშაძე კი არის კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტობა უნდა. „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბარს არ სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, ვაშაძე, რომელიც პრეზიდენტობას აპირებს და ლამის ამისთვის ქვეყანა დააქციონ, პირდაპირი ბმაა ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან“, – აღნიშნა ეკა  ბესელიამ.

პატრიოტთა ალიანსის წევრები ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთში რამდენჯერმე იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g