LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრონი სასწრაფომ წაიყვანა გარდაცვალებამდე, შემდეგ სულ სასწრაფოს მანქანებს ეკიდებოდა, ახლა პატიმარივით გალიაშია შეშინებული” – ძაღლი, რომელსაც სევდიანი ისტორია აქვს, პატრონს ეძებს

227
ძაღლი

ძაღლი, რომელიც ცხოველთა მონიტორინგმა წაიყვანა, პატრონს ეძებს. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში თამთა ჭიღლაძემ გაავრცელა. პოსტის ავტორი ძაღლის სევდიან ამბავს ჰყვება და წერს, ვისაც სურვილი აქვს აიყვანოს ან მიიკედლოს გამოეხმაურნონ.

“ამ საყვარელმა არსებამ მეზობლის ბავშვს ნაყინი “წაართვა”, შემთხვევით გაკაწრა და გაუძახეს ცხოველთა მონიტორინგში.

ერთ დროს პატრონიც ჰყავდა, თუმცა სასწრაფომ წაიყვანა გარდაცვალებამდე, მის მერე სულ სასწრაფოს მანქანებს ეკიდებოდა და სირენის ხმას ჰყვებოდა.

ახლა პატიმარივით გალიაშია შეშინებული მოთავსებული, გაურკვევლობაში.

გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგეძლოთ მისი აყვანა ან ბოლო ვარიანტად მიკედლება მაინც, ყველანაირად დაგეხმარებით გაავრცელეთ რა”- წერს ავტორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g