ბრაზილიის ერთ-ერთ ეკლესიაში უსახლკარო ძაღლებს ყოველ კვირას, წირვის დროს საპატიო ადგილი აქვთ მიჩენილი. ისინი წირვებზე მამა პაულო არაუხო გომეზს დაყავს. მღვდელი იმედს გამოთქვამს, რომ მრევლი მათ შენიშნავს და მიტოვებულ ძაღლებს პატრონი გამოუჩდება.
”რასაც მე ვაკეთებ, მხოლოდ წყლის წვეთია პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით… ვისურვებდი, რომ ყველა ცხოველისთვის, უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოხალისე ადამიანების დამსახურებაცაა…”
მამა პაულო გომეზს ყოველთვის უყვარდა ძაღლები. მას შემდეგ რაც ეკლესიაში მსახურება დაიწყო აღმოაჩინა, რომ ცხოველებზე ზრუნვა მისი მოწოდებაა. როგორც ჩანს, მზრუნველობის ამ ფორმამ უკვე გაამართლა. რამდენიმე ძაღლმა უკვე იპოვა პატრონი და თავშესაფარი.
ბრაზილიელი მღვდლის ძაღლებზე მზრუნველობის ისტორია სოციალურ მედიას ვირუსულად მოედო. მამა პაულო ამბობს, რომ მიზანი სწორედ ცნობიერების გაზრდაა, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იზრუნოს უპატრონო ძაღლებზე.
”ცხოველებზე არის უდიდესი სიყვარული ღმერთის, კაცობრიობისა და პლანეტის მიმართ. ისინი არიან ღმერთის ქმნილებები. ჩვენ გამოვხატოთ თანაგრძნობა. ძალიან ბევრი ძალადობისა და აგრესიის ერთადერთი წამალი სწორედ თანაგრძნობაა ”
მღვდელმა რამდენიმე უპატრონო ძაღლი თავად შეიფარა. დღეს ისინი ჩემი შვილები არიან და ჩემს საწოლში ძინავთ”, – ამბობს მამა პაულო გომეზი.