გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.
ავარიის შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ის ქარელის საავადმყოფოდან რამდენიმე წუთის წინ, ვერტმფრენის მეშვეობით თბილისში გადააფრინეს.
პაციენტი ქარელის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი თბილისში გადაყვანა კი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მოხდა. ექიმები ამბობენ, რომ პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა.