საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, სადაც “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
დაზარალებულებმა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა მოითხოვეს, რისი უფლებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა.
დაზარალებულები ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. მათი განმარტებით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი არ დაიშლებიან.